Submitted by manager on სამშ, 12/11/2018 - 12:04
RALLYE AERO FRANCE 2018

   ტურისტული კომანია Vanilla Sky- , ავია კომპანია Service Air -ის და ფრანგი მოყვარული პილოტის Jean Michel COLLINEAU -ორგანიზებით  საქართველოში დაიგეგმა ავია ტური - RALLYE AERO FRANCE  2018.
   
ამირან მანჯავიძემ, კომპანიების ხელმძღვანელმა და ნატახტრის აეროდრომის მფლობელმა,  დანერგა საქართველოში ტრადიცია,  უმასპინძლოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საკუთარი თვითმფრინავებით ჩამოფრენილ სტუმრებს

  2018 წლის 23 ივნისს საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოფრინდა  RALLYE AERO FRANCE-ის 18 თვითმფრინავი. მოყვარული პილოტები საკუთარი თვითმფრინავებით, თანმხლებ მგზავრებთან ერთად ,დაფრინდნენ   . ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.
24 ივნისს, თვითმფრინავები გადმოფრინდნენ ნატახტრის აეროდრომზე, საიდანაც  ტურისტული კომპანია Vanilla Sky-ის მიერ დაგეგმილი ტურის მიხედვით  მოინახულეს  თბილისი, კახეთი , სვანეთი და ქუთაისი.
   ავიარალის მხარდაჭერა გამოუცხადა: აჭარის მთავრობის  ხელმძღვანელობამ, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინსტრაციამ , საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ და საქართვეელოს ნავიგაციის დეპარტამენტმა.